„მიზნის მისაღწევად ქუჩაში გამოსულ პროტესტებთან ერთად პოლიტიკური ფორმატია საჭირო, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით უნდა შეიქმნას წინააღმდეგობის პლატფორმა“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.

ზურაბიშვილის თქმით, პლატფორმის წევრებმა პოლიტიკური შეუთავსებლობა უნდა გადადონ და ერთად იბრძოლონ.

„მთავარი პრინციპია, რომ პლატფორმა ღიაა ყველა პროევროპული პარტიისთვის და ჯგუფისთვის, რომლებიც მზად არიან გვერდზე გადადონ პოლიტიკური შეუთავსებლობა და სრულად გაიზიარონ პროტესტის ორი მთავარი მიზანი – ახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა და სინდისის პატიმრების გათავისუფლება.ამ მიზნების მისაღწევად, წინააღმდეგობის პლატფორმა თანახმაა კოორდინაცია გაუწიოს პოლიტიკურ პოზიციებს, რათა კოორდინირდეს და ეფექტურად გამოაშკარავდეს და დაუპირისპირდეს რეჟიმს, მის ქმედებებს და აღუდგეს რეჟიმის მცდელობებს გაანადგუროს საქართველოს განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის ყველა პერსპექტივა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.