საქართველოში გაცემული სესხების თითქმის ნახევარი შეადგენს 0,01-დან 1000 ლარამდე კრედიტებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, კომერციულმა ბანკებმა ჯამში 3 558 207 ლარის სესხი გასცეს, საიდანაც 48,22% 1000 ლარამდე სესხია.

რაც შეეხება სახსრების მოცულობას, საანგარიშო პერიოდში, საკრედიტო რეიტინგის მიხედვით, გაცემულია 35,583 მლრდ ლარის სესხი.