
საკრებულომ სხვა პუნქტებთან ერთად დაადასტურა წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ბიუჯეტის ბოლო კორექტირებისას დასრულდა. სამუშაოებისთვის თანხები უკვე გამოყოფილია, თუმცა ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა.
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის (Jnews) ჟურნალისტებმა 2023 წლის ივნისში დაწერეს იმ პირობებზე, რომლებშიც ცხოვრობენ ახალქალაქის მაცხოვრებლები წმინდა ნინოს ქუჩაზე. ქუჩის გარკვეული ნაწილი რამდენიმე წლის წინ დაიფარა ასფალტით, ხოლო დარჩენილი ნაწილი — დაახლოებით 300 მეტრი , კვლავ ელოდა თავის რიგს. ამ მონაკვეთის ჯერი 2024 წელს უნდა მოსულიყო, — ამის შესახებ Jnews-თან ინტერვიუში განაცხადა ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა.
“როგორც ქალაქის სხვა უბნებში, რომლებიც არც თუ ცოტაა, როგორც უკვე გითხარით, წელსაც შევიმუშავებთ პროექტს, რომელიც ამ ნაწილსაც მოიცავს. მომავალ წელს შევეცდებით ყველა ეს პრობლემური ნაწილი ეტაპობრივად დავხუროთ“, – მანამდე ნათქვამი ჰქონდა მერს.
შედეგად, ამ სეგმენტის რიგი მოვიდა ეხლა- 2025 წელს. 27 მარტს საკრებულომ დაამტკიცა საბიუჯეტო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც წმინდა ნინოს ქუჩაზე გზის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 248 398 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ ქუჩის ამ მონაკვეთის მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას არა მხოლოდ გზის მოასფალტებაზე, არამედ სხვა პრობლემებზე, კერძოდ- ღია კანალიზაციისა და ნაგვის გამო.