
ზოგიერთი სტარტაპი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ინოვაცია ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, ქართული სტარტაპები, რომლებიც შექმნიან მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, 10 წლის განმავლობაში ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით, პირველი 3 წლის განმავლობაში ისინი დაექვემდებარებიან ნულოვანი საშემოსავლო გადასახადს.
ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდაჭერის მექანიზმების დანერგვას ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნით დაკავებული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. ზოგადად, ეს ინიციატივები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების განვითარებას ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.