
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან, „გოგირდის აუზებზე“ ჩასასვლელ გზაზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა გუშინ 30 მარტს მოხდა.გვაცნობებს sknews.ge.
„დილით სამსახურში მივდიოდი და დავინახე კიბეზე იყო, ახლოს არ მივსულვარ, მაშინვე დავრეკე 112–ში. ახალგაზრდა ბიჭი იყო, მარტო იმყოფებოდა“, – გვითხრა თვითმხილველმა, მამუკა ხაჩიძემ.
გარდაცვალების ფაქტს სადგრის დეპუტატი, მამუკა ლურსმანაშვილიც გვიდასტურებს.
„მეც დღეს გავიგე, როგორც ვიცი ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. ფეხი დაუცურდა და კლდეზე გადავარდა“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ მამუკა ლურსმანაშვილი.
30 წლამდე კაცი ექსპერტიზადე გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.