
2025 წლისთვის საქართველოს მასშტაბით 23 ავტომაგისტრალის რეაბილიტაცია და მშენებლობა იგეგმება. ამის შესახებ საგზაო დეპარტამენტის მიერ „BusinessPressNews“ კითხვის პასუხად გაცემულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დაგეგმილი სამუშაო პროგრამების ჩამონათვალში შედის ადგილობრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია ქვეყნის მასშტაბით.
განახლებული გზებიდან, რომელთა ჩამონათვალს bpn.ge-ს წარმადგენს, ჯავახეთში 3 სამუშაოა ჩასატარებელი- ახალქალაქი-კარწახის გზის ორი მონაკვეთი, ასევე ხიდის აღდგენა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 90 (კმ 89+649) კმ-ზე.
Jnews-ს ადრე ახალქალაქი-კარწახის გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე უკვე განხილული აქვს, წაიკითხოთ ბმულზე:
ტვირთის გადაზიდვა დანგრეულ გზაზე- როდის მოხდება ახალქალაქი-კარწახის გზის რეკონსტრუქცია?