
აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მე-3 ქვეითმა ასეულმა ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის სასწავლო ცენტრის ორფოლოს პოლიგონზე საბრძოლო მომზადების წვრთნები ჩაატარა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, სწავლების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა ივარჯიშეს მოქმედებები საკონცენტრაციო ზონის აღების, საოპერაციო ზონაში სიმულირებული მტრის გამოვლენისა და განადგურების მიზნით.
სიტუაციური მომზადების მიზანი იყო განყოფილების მომზადება დამხმარე ელემენტებთან თანამშრომლობით კოლექტიური ამოცანების შესასრულებლად.