31 მარტს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო, მოქალაქეთა ჯგუფი უკვე დაინძრა დმანისიდან თბილისის მიმართულებით.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს:
„გამოვედით დმანისიდან და 31 მარტს ვიქნებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, მანძილი თბილისამდე 100 კმ-ია და გზად ყველა სახლში ვიტყვით, რომ მოვითხოვთ უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას“.

3 დღის განმავლობაში მოქალაქეები საქართველოს დედაქალაქამდე ფეხით 100 კილომეტრს გაივლიან, 31 მარტს კი აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან, რაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს.

მარშის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მათ სურდათ ხელისუფლებისთვის საკუთარი ძალის დემონსტრირება და რეგიონების მცხოვრებლებისთვისაც გადაცემა, რომ ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება.