აპრილში „Red Wings Airlines“-ი ნიჟნი ნოვგოროდიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დაიწყებს.
განრიგს უკვე თბილისისა და ბათუმისკენ მიმართულებები დაემატა. Red Wings-ის ვებსაიტის მიხედვით, ფრენის ღირებულება 8600 რუბლიდან იწყება.
პირველი რეისი თბილისის მიმართულებით 28 აპრილს შესრულდება. ფრენები ნიჟნი ნოვგოროდიდან- სამშაბათს, ხოლო საქართველოს დედაქალაქიდან -სამშაბათს შესრულდება. 5 ივნისიდან მარშრუტს დაემატება დამატებითი სიხშირეები: ნიჟნი ნოვგოროდიდან თბილისის მიმართულებით ხუთშაბათობით, ხოლო თბილისიდან ნიჟნი ნოვგოროდის მიმართულებით პარასკევს.მარშრუტის მგზავრობის დრო 3 საათი 20 წუთია.
ბათუმის მიმართულებით ფრენები 26 აპრილს დაიწყება. თავდაპირველად ფრენები ნიჟნი ნოვგოროდიდან შაბათობით, ბათუმიდან კი კვირაობით განხორციელდება. ხოლო 28 მაისიდან ფრენების სიხშირე გაიზრდება: ნიჟნი ნოვგოროდიდან დამატებით რეისი ოთხშაბათს, ბათუმიდან კი – ხუთშაბათს შესრულდება. ფრენა 3 საათი 35 წუთი გაგრძელდება.