
ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 21 653 ქორწინება დარეგისტრირდა.
ეს მაჩვენებელი 2.8%-ით ნაკლებია 2023 წელს დაფიქსირებულ ქორწინებების რაოდენობაზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში 22,275 წყვილი დაქორწინდა.
საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.9 წელი, ხოლო მამაკაცებისთვის 32.2 წელია. 2023 წელს ეს მაჩვენებელი შესაბამისად- 29.7 და 32.1 წელი იყო.
2024 წელს 13 520 წყვილი განქორწინდა, რაც 1,1%-ით ნაკლებია 2023 წელს განქორწინებების რაოდენობაზე.