საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას Google Street View.

ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გამოაქვეყნა.

სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში Google-ის სპეციალური გადამღები ჯგუფები 2025 წლის მარტიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში გადაიღებენ 360-გრადუსიან პანორამულ სურათებს საქართველოს 24 ქალაქში.

„გეგმაშია 15 000 კილომეტრის დაფარვა, მათ შორის ისეთი ქალაქები, როგორიცაა თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, მცხეთა, თელავი, ზუგდიდი, გორი, ოზურგეთი, მესტია და სხვა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გზებსა და ავტომაგისტრალებზე.

2026 წლიდან დაიწყება საქართველოს ქალაქების 360 გრადუსიანი პანორამული სურათების გამოქვეყნება, რაც აუმჯობესებს ნავიგაციას და ხელს შეუწყობს ტურიზმის პოპულარიზაციას, რაც საშუალებას მისცემს ვიზიტორებს წინასწარ შეისწავლონ საქართველო და უკეთ დაგეგმონ მოგზაურობა.

Street View-ის სურათები მოიცავს მხოლოდ საჯარო საკუთრებას, ასევე იმ კერძო ტერიტორიებს, რომელთა გადაღებისთვის მიღებულია ნებართვა.

გარდა ამისა, Google უზრუნველყოფს ადვილად გამოსაყენებელ ინსტრუმენტებს, რომლებიც ადამიანებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი სახლის, მანქანის ან საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნისა და შეუსაბამო/მიუღებელი სურათების განსახილველად და წასაშლელად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.