
საქართველოს ზოგიერთ რაიონში 29, 30 და 31 მარტს რეგიონების მნიშვნელოვან ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა.
თბილისში 29-30 მარტს ღრუბლიანი ამინდი შეინიშნება, 31 მარტს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 26-27 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა, 31 მარტს კი რეგიონების მნიშვნელოვან ნაწილში წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი იქნება.
29-30 მარტს აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, ფასანაური) მოსალოდნელია მცირე წვიმა, 31 მარტს კი უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება.
ზღვისპირა რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 29-30 მარტს იზოლირებულ ადგილებში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება, 31 მარტს კი +17 გრადუსამდე დაიკლებს.