ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ქალაქიდან გამოსვლისას, წყალწითელას ხიდთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, მდინარეში ჩავარდა და მასში მყოფი ყველა ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.