30 მარტს 19:00 საათზე, ახალციხეში ქალაქის ხელოვნურ ტბასთან, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტი გაიმართება. მანიფესტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

მანიფესტების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა მანიფესტის მთავარი გზავნილი, რომელიც თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 2-3 თვეა იმართება- სოლიდარობაა.

„ახალი თეატრი“ რეგიონებში მიემგზავრება, რათა ადგილობრივ მოსახლეობას მოუსმინოს. მანიფესტს ძირითადად იმ რეგიონისა და ქალაქის მცხოვრებლები კითხულობენ, სადაც თეატრი მიდის. მანიფესტის დაწყებიდან 2025 წლის იანვრიდან, მანიფესტების ჩატარება რეგიონებში ჯერ კიდევ თებერვალში დაიწყო.

ხელოვნების სამყაროს წარმომადგენლები თავიანთ მანიფესტში აპროტესტებენ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ყველა დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.