მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ოქროს ფასის კიდევ ერთი ისტორიული მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თბილისის დროით 16:00 საათზე ერთი უნციის ფასმა 3054 დოლარს გადააჭარბა.

Gold Price-ის მიხედვით, ფასი ყოველთვიურად გაიზარდა 3.48%-ით, ხოლო წლიურზე ოქროს ფასი 35.06%-ით გაიზარდა. სულ რაღაც ერთ დღეში უნციაზე ფასი 1,27%-ით გაიზარდა.
როგორც მთელ მსოფლიოში, თბილისის საფონდო ბირჟაზეც ოქროს ფასი გაიზარდა.

როგორც BusinessPressNews-ს შეატყობინეს „ოქროს ბირჟაზე“, ბოლო დღეებში 999,9 სუფთა ოქროს ერთი გრამი 5 ლარით გაძვირდა და 270 ლარს მიაღწია.