დღეს 27 მარტს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით. ახალი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება და განკუთვნილია დაახლოებით 180 მოსწავლისთვის.

თბილისიდან ჩამოვიდნენ საქართველოს მუნიციპალიტეტების განვითარების ფონდისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

„სულდის საჯარო სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრას ვატარებთ, რათა მოსახლეობა ინფორმირებული იყოს. პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალიტეტების განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით,“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინიკო ისაკაძე.

IMG_2385

შეხვედრას სოფლის მაცხოვრებლები, საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, მერი მელქონ მაკარიანი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს მოსახლეობამ პასუხისმგებელ პირებს კითხვები დაუსვეს და მ პასუხები მიიღეს.

IMG_2390

IMG_2389

სკოლის მშენებლობის დასრულება 2026 წლის ოქტომბრისთვის იგეგმება.

გევორგ ჯანოიან