
2025 წლის განმავლობაში საქართველოს საჯარო სკოლებში დამატებით დამონტაჟდება 1 832 გარე და 2 548 შიდა სათვალთვალო კამერა. ასევე, იგეგმება რიგი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის შეძენა, – გვაცნობებს bpn.ge.
ვიდეომეთვალყურეობის სისტემების შეძენისა და მათი მონტაჟის ტენდერი გამოცხადდა 26 მარტს, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება 4 910 000 ლარს შეადგენს.
ამავდროულად დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობა ყიდულობს:
ტენდერის პირობების მიხედვით, მომწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდება თითოეულ სკოლაში, მათ შორის შესაბამისი მომსახურებით (მონტაჟი/დარეგულირება) და გარანტიის პერიოდში შესაბამისი სერვისის გაწევა.
სათვალთვალო კამერების შეძენის განაცხადების მიღება დაიწყება 2 აპრილს და დასრულდება 4 აპრილს.