
დღეს, მარტის 26-ს, დიდი მარხვის განზოგება-გაშუალედების დღეს, ახალქალაქის „სურბ ხაჩის“ ეკლესიაში გაიმართა „სომხური ქადის“ ფესტივალი.
რამდენიმე წლის წინ დაწყებული ეს მშვენიერი ინიციატივა უკვე მოლოდინით სავსე ტრადიციად იქცა, რომელმაც უამრავი ადამიანი გააერთიანა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებიდან.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო დაახლოებით 50 ქათა, რომლებიც სიყვარულითა და ენთუზიაზმით მოამზადეს ჯავახელმა ქალებმა. საკუთარი ხელით დამზადებული ქათებით იყვნენ მოსული ახალქალაქის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენელი ქალები და გოგონები.
დღეს მიჯინქია. მიჯინქი სიმბოლურად დიდი მარხვის გაშუალედების დღეთ ითვლება, რომელსაც სადღესასწაულო მნიშვნელობა არ აქვს. მიჯინქი არის დიდი მარხვის მეოთხე ოთხშაბათი, ანუ 24-ე დღე.
ხალხური ტრადიციის თანახმად, სომეხი დიასახლისები მიჯინქის ქადა-ბაღარჯს აცხობენ და შიგ მონეტას დებენ. ვისაც მონეტა შეხვდება, იმ წელს გაუმართლებს.
ტრადიციის თანახმად, ჯავახეთში ამ დღეს გათხოვილ გოგო ან დანიშნულ ბიჭების მოყოლ ოჯახებში, ბაღარჯს ზეთით აცხობდნენ, შიგ მძივს ან ფულს დებდნენ და შესაბამისად რძალს ან საქმროს უგზავნიდნენ და როცა ჭრიდნენ, თანაბარად ანაწილებდნენ ოჯახის წევრებს.
შევნიშნოთ, რომ დიდი მარხვა დაიწყო მარტის 3-დან. დიდი მარხვის პერიოდი გრძელდება 48 დღე, ბუნ ბარეკენდიდან დაწყებული და აღდგომის დღესასწაულის წინა დღით დასრულებული.
სამცხე-ჯავახეთისა და წალკის სომხური სამოციქულო ეკლესიის ზოგადი წინამძღვრობის ნაცვალობამ „სომხური ქადა“ ფესტივალში მონაწილეობის, სომხური ტრადიციების შენარჩუნებისა და გავრცელებისთვის მადლობის სიგელი გადასცა ყველა მონაწილეს, ვინც ძალისხმევა და ენერგია არ დაიშურა გემრიელი და ლამაზი ქადის მომზადებაში.