
რუსული T-Bank (ყოფილი Tinkoff – რედ.) მომხმარებელს სთავაზობს ფულის საქართველოში გადარიცხვის შესაძლებლობას. რამდენიმე რუსი ბარათის მფლობელმა ეს შეთავაზება ელექტრონული ფოსტით მიიღო, სადაც აღინიშნა, რომ ტრანზაქცია შეიძლება განხორციელდეს ბარათის ნომრით საქართველოში, გვაცნობებს Paper Kartuli.
საბანკო მხარდაჭერაში განმარტეს, რომ გადარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერ ქართულ ბანკში, მაგრამ მხოლოდ VISA ბარათებზე. გადარიცხვის ვალუტა საქართველოში შეიძლება ნებისმიერი იყოს- მინიმუმ 50 რუბლი (1,65 ლარი). გადარიცხვის მაქსიმალური თანხა არის 50 000 რუბლი (მეტია ვიდრე 1 647 ლარი). გადარიცხვისთვის აუცილებელია ბარათის ნომრისა და მიმღების გვარის, სახელისა და მამის სახელის ცოდნა.
ზოგიერთი მოქალაქე წერს, რომ გადარიცხვის კურსი არახელსაყრელია, ასევე არსებობს რისკი, რომ „რუსეთის ფედერაცია უცხოურ ანგარიშებზე პრეტენზიას გამოთქვამს“. რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ საგადასახადო სამსახურს უცხოური ანგარიშების გახსნის შესახებ და წარუდგინონ ინფორმაცია მათზე განხორციელებული ფინანსური ოპერაციების შესახებ.
ამასთან, 2023 წლის აპრილში ქართულმა ბანკმა „TBC“-მ გააფრთხილა კლიენტები, რომ შესაძლოა დაიხუროს ანგარიშები რუსეთთან დაკავშირებული სანქცირებული ტრანზაქციების გამო.
2022 წლის დეკემბერში კი „Bank of Georgia“-მ ათობით რუს მოქალაქეს შეტყობინება გაუგზავნა ანგარიშების დაბლოკვის შესახებ „ბანკის შიდა პოლიტიკის“ საფუძველზე. კლიენტებს 5 სამუშაო დღე მიეცათ თანხის გასატანად. ანგარიშების დაბლოკვა შეეხო ასევე ქართველებისა და უკრაინელების მცირე ნაწილსაც, თუმცა ასეთი შემთხვევები ნაკლები იყო.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის თებერვალში ბანკი „Tinkoff Bank“ ევროკავშირის 10-ე სანქციების პაკეტში მოხვდა. ერთი თვის შემდეგ ბანკმა შეაჩერა უცხოური ვალუტის გადარიცხვები ქართულ ბანკებში.
2024 წლის თებერვალში კი გაჩნდა შესაძლებლობა, რომ თანხა გადარიცხულიყო ქართულ ბარათებზე „Sber“-ის მეშვეობით, რომელიც ასევე სანქციების ქვეშ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს „T-Bank“-ის მფლობელები შეიცვალნენ, რის შემდეგაც ის შეწყვიტა კავშირი ბიზნესმენ ოლეგ ტინკოვთან (რომელიც რუსეთში უცხოეთის აგენტადაა გამოცხადებული – რედ.). კომპანიამ გადაწყვიტა, თავი დაეღწია გვარის ასოცირებისგან, რომელიც ერთ დროს ტრენდული იყო, და შეეცვალა იგი უფრო მოკლე და თანამედროვე სახელით.