
სულ ცოტა ხნის წინ, 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი კრივში სოფელ დილისკიდან 15 წლის იური გრიგორიანი გახდა.
თანატოლებისგან განსხვავებით, იური საღამოებს მძიმე ვარჯიშებში ატარებს, რომლის შედეგებიც აშკარად ჩანს.
ამ თემასთან დაკავშირებით ასევე წაიკითხეთ – ახალქალაქელ მოკრივეებს შორის ახალი ჩემპიონია
იურიმ ახალქალაქის სპორტულ კომპლექსში სისტემატურად სიარული 7 წლის ასაკში დაიწყო. ამბობს, რომ ბევრი მიზანი და ოცნება აქვს, მაგრამ ოცნებები ახდება, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამ.
ფოტოზე ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მოსწავლეები არიან.
15 წლის ჩემპიონის ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონია მისმა პირადმა მწვრთნელმა ვენეტიკ ღაზარიანმა, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა, ურჩევდა და მის გვერდით იყო.
„ეს იყო არა მხოლოდ ჩემი გამარჯვება, არამედ ჩვენი გუნდის საერთო გამარჯვებაც, რადგან ერთად ვვარჯიშობდით და ვემზადებოდით“, – ამბობს კრივში საქართველოს ჩემპიონი – იური გრიგორიანი.
ჩვენი გმირი ახლა ახალქალაქში ცხოვრობს და უკვე 8 წელია ვარჯიშს უძღვნის. მწვრთნელის თქმით, იური ძალიან აქტიური და შრომისმოყვარეა, მრავალწლიანი ვარჯიშისა და შრომისმოყვარეობის შედეგად 15 წლის ასაკში შეძლო ჩემპიონობა.
„იურიზე დიდი იმედი გვაქვს. მე მას უფრო დიდ რინგებზე ვხედავ, თუ ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს, შედეგი აუცილებლად იქნება.სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი ბავშვი ტოვებს სპორტს, იმედი მაქვს, რომ იური ასე არ იქნება და ის გააგრძელებს კრივს“, – ამბობს ვენეტიკ ღაზარიანი.
ფოტოზე იური გრიგორიანი თავის პირად მწვრთნელთან- ვენეტიკ ღაზარიანთან ერთად
ახალქალაქის სპორტკომპლექსის დირექტორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და მოკრივე ატომ ელიზბარიანი ამბობს:
„იური გრიგორიანი 2023 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზეც მონაწილეობდა, ორი ბრძოლა ჰქონდა, ერთი მოგება და ერთი წაგება, მაგრამ წაგებამ იმედი არ გაუცრუა. იურიმ დიდი მონდომებით დაიწყო ვარჯიში და წელს, თებერვალში საქართველოს კრივში პირველი ადგილი დაიკავა. 5 ბრძოლა და 5 ლამაზი გამარჯვება“.
იური ახალქალაქის სპორტული კომპლექსის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. აღსანიშნავია, რომ როგორც მისი პირადი მწვრთნელი, ისე ახალქალაქის სპორტული კომპლექსის დირექტორი იურის უფრო დიდ რინგებზე ხედავენ.
გარდა ამისა, სულ ათი დღის წინ გაიმართა შეკრებები საქართველოს, აზერბაიჯანისა და საბერძნეთის მოკრივეებს შორის, სადაც იური გრიგორიანმა სამი ბრძოლა გამართა და სამივე გამარჯვებით დაასრულა.
გევორგ ჯანოიან