სიახლე
ახალქალაქი2024 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განხორციელებული სამუშაოები
25.03.2025
ნახვები: 90 |
ავტორი:
Shushan Shirinyan
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2024 წელს რეგიონული და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ და სხვა სამუშაოებზე 24 409 826 ლარი დაიხარჯა, საიდანაც რეგიონული ფონდის წილი 13 775 784 ლარია, დანარჩენი 10 634 042 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სამშენებლო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 63 სხვადასხვა სამუშაოები სულ 24 409 826 ლარად განხორციელდა.
დასრულებული სამუშაოებიდან 55 ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ამ სამუშაოების ჯამური ღირებულება 10 634 042 ლარია. რეგიონულმა ფონდმა 8 სამუშაო ჯამში 13 775 784 ლარი დააფინანსა, რაც ძირითადად საგზაო სამუშაოებს მოიცავს.
საერთო ჯამში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული ფონდის სახსრებით რეაბილიტაცია და მშენებლობა განხორციელდა:
- 12 გზა, საერთო სიგრძით 30.4 კმ, ღირებულება – 16 616 589 ლარი
- 4 წყალმომარაგების ხაზი, ღირებულება – 230 662 ლარი
- 2 საბავშვო ბაღი, ღირებულება – 755 006 ლარი
- 1 ხიდი, ღირებულება – 401 000 ლარი
- გარე განათება, ღირებულება – 196 666 ლარი
- 1 სადრენაჟო არხი, ღირებულება – 26 200 ლარი
- 14 სპორტული ობიექტი, ღირებულება – 1 760 438 ლარი
- 3 კულტურული ობიექტი, ღირებულება – 268 974 ლარი
- 12 შენობა, მათ შორის ადმინისტრაციული, ღირებულება – 810 663 ლარი
- 5 პარკი და სკვერი, ღირებულება – 1 047 499 ლარი
- 6 სხვა სახის სამუშაო, ღირებულება – 602 123 ლარი
თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალაში ცვლილებები შევიდა, კერძოდ, შემცირდა განყოფილება დასრულებული პროექტების სახელწოდებით, რადგან სამუშაოების ნაწილი ბოლომდე არ დასრულებულა, მხოლოდ გარკვეულ პროცენტამდე, რაც აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში. Jnews-ი ცვლილებებს ახორციელებს, რათა არ დააბნიოს თავისი მკითხველი პროცენტების დაზუსტებით.