კლინიკებში გრიპის ვირუსი რესპირატორულ- სინციტიალური ვირუსით შეიცვალა, რომლის წილი ძალიან მაღალი გახდა. „ძალიან გაიზარდა ბრონქიოლიტის შედეგად გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა- ივანე ჩხაიძემ.

მისი თქმით, რესპირატორულ- სინციტიალური ვირუსი იწვევს პატარა ბრონქების ნათურის ანთებას, მათი დიამეტრის შევიწროებას, რაც იწვევს ხველის შეტევებს, სუნთქვის მწვავე გაუარესებას, ტემპერატურის მომატებას, ასევე ხასიათდება სუნთქვის გახშირებით.

„ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსის საერთო წილი შემცირდა 85%-დან 70%-მდე. საბოლოოდ, ჩვენ დავაფიქსირეთ შემცირების ტენდენცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მიმდინარე წელს დომინირებდა B ტიპის ვირუსი, აქაც შეინიშნება შემცირების ტენდენცია. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლინიკებში მკვეთრად გაიზარდა რესპირატორულ- სინციტიალური ვირუსით გამოწვეული ინფიცირების შემთხვევები. კლინიკებში გრიპის ვირუსი შეიცვალა რესპირატორულ- სინციტიალური ვირუსით, რომლის წილი ძალიან მაღალი გახდა. ეს არის ინდიკატორი გრიპის ვირუსის დასასრულის შესახებ.“

მეორე ყველაზე გავრცელებული ვირუსი კლინიკებში არის რესპირატორული სინციციალური ვირუსი. მის შემთხვევაში პედიატრიულ კლინიკებში უფრო დიდი მოლოდინი გვაქვს და ფაქტობრივად, ძალიან გაიზარდა ბრონქიოლიტით გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია. „რესპირატორული სინციციალური ვირუსი იწვევს ორ გართულებას- პნევმონიას, განსაკუთრებით მოზრდილებში და ბრონქიოლიტს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.