23 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარის მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის კურთხევით, თბილისში ჰოვანეს თუმანიანის გარდაცვალების 102 წლისთავი აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით თბილისში, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში, პოეტის სულის მოსასვენებლად პანაშვიდი აღესრულა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისელი სომეხი ინტელიგენცია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები და სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ყვავილებით შეამკეს დიდი მწერლის საფლავი.

ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში,საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრში სამახსოვრო ღონისძიება გაიმართა . ეპარქიის წინამძღვრის ლოცვა- სურვილებითა და ცენტრის გიდების გოჰარ მაზმანიანის და ედიტა ზორაბიანის ინიციატივით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის 104-ე სომხური და 103-ე ქართულ-სომხური სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს დიდი ეროვნული პოეტის შემოქმედება სომხურად, ქართულად და ინგლისურად.

ღონისძიებაზე ასევე შესრულდა სკოლის მოსწავლეების ელიზაბეტ და ვერონიკა სედრაკიანების მუსიკალური შესრულება, ასევე არამ ხაჩატურიანის ფორტეპიანოს შესრულება.

tumanyann

„ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის სულიერმა ინსპექტორმა ღირსმა მრვდელმა კირაკოს სიმონიანმა შეაჯამა ღონისძიება, ხაზი გაუსვა თუმანიანის აქტიურ მონაწილეობას სომეხთა გენოციდის პერიოდში ლტოლვილთა თანადგომის პროცესის მხარდაჭერაში, რითაც იგი თითოეული ობოლი ბავშვისთვის ნამდვილად „მამად“ იქცა.