საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 9,61 ათასი დოლარია, რაც ყველაზე მაღალია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის. მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველო მესამე ადგილზეა.

კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო მონაცემებით, რეიტინგი ასეთია:

  • თურქეთი – 16,88 ათასი დოლარი
  • რუსეთი – 15,08 ათასი დოლარი
  • საქართველო – 9,61 ათასი დოლარი
  • სომხეთი – 8,86 ათასი დოლარი
  • აზერბაიჯანი – 7,43 ათასი დოლარი

გლობალურად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ლუქსემბურგი ლიდერობს, მესამე ადგილზეა შვეიცარია და ირლანდია.

ტოპ 10 ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მშპ-ით:

ლუქსემბურგი – 141,08 ათასი დოლარი
შვეიცარია – 111,72 ათასი დოლარი
ირლანდია – 107,24 ათასი დოლარი
სინგაპური – 93,960 დოლარი
ნორვეგია – 90,32 ათასი დოლარი
ისლანდია – 90,11 ათასი დოლარი
აშშ – 89,68 ათასი დოლარი
მაკაო – 84,28 ათასი დოლარი
ყატარი – 72 760 დოლარი
დანია – 71,97 დოლარი

როგორც ვიცით, მთლიანი შიდა პროდუქტი ასევე არის ქვეყნის სიმდიდრისა და ეკონომიკური სიძლიერის მაჩვენებელი. მშპ ერთ სულ მოსახლეზე გამოითვლება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ქვეყანაში მცხოვრებთა რაოდენობაზე გაყოფით.