
ათასობით ადამიანმა სტამბოლის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრება გააპროტესტა.
მედიის ცნობით, სტამბოლის მერიის შენობასთან დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ ე.წ. „წიწაკის სპრეი“ და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
პროტესტი გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გუშინ იმამოღლუს ბრალი წაუყენეს კრიმინალური ორგანიზაციის მართვაში, ქრთამის აღებაში, გამოძალვაში, პირადი მონაცემების უკანონო დამუშავებაში, ტენდერის შედეგების ფალსიფიკაციაში და სასამართლომ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.