
ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს ენდობიან, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პრეზიდენტებს ტრამპსა და პუტინს კარგად ესმით ერთმანეთის, ისინი ენდობიან ერთმანეთს და გეგმავენ რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების ნორმალიზებამდე ეტაპობრივად გადასვლას“, – განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს ძალიან სურთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენა.
“ბევრი რამ დაზიანდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენას, ორი პრეზიდენტის ნების მხარდაჭერით, დრო და ძალისხმევა დასჭირდება. ორივე პრეზიდენტის ძლიერი სურვილი არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ამ გზას ყველა, ამერიკაშიც და რუსეთშიც წავა”, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.