
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ერევანში ჩავიდა, სადაც 20 მარტს, 21:00 საათზე, ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის პირველ მატჩს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოს პირველ არხზე გაიმართება.
დღეს 18:00 საათზე ქართველი ფეხბურთელები მასპინძელ სტადიონზე ვარჯიშს გამართავენ, მანამდე კი 17:30 საათზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.
საპასუხო მატჩი ამ გუნდებს შორის 23 მარტს თბილისში გაიმართება.