
დიდთოვლობის გამო, ახალქალაქი-კარწახისა და ახალციხე-ნინოწმინდის საერთაშორისო საავტომობილო გზებზე დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს.
სხვა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.