აშშ-ის მერილენდის შტატის ფედერალურმა სასამართლომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახურვა არაკონსტიტუციურად ცნო. მოსამართლე თეოდორ ჩუანგმა დაავალა სააგენტოს აღდგენა, მისი დახურვა კი უკანონოდ გამოაცხადა.

ჩუანგმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, სავარაუდოდ დაარღვია აშშ-ს კონსტიტუციის რამდენიმე დებულება- მათ შორის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი.

ამ ქმედებებმა, მოსამართლის აზრით, ზიანი მიაყენა არა მხოლოდ სააგენტოს ყოფილ თანამშრომლებს, არამედ საზოგადოებრივ ინტერესსაც და აღნიშნა, რომ კონგრესში საჯაროდ არჩეულ წარმომადგენლებს ჩამოერთვათ კონსტიტუციური უფლებამოსილება გადაეწყვიტათ როდის, როგორ და რატომ დახურონ კონგრესის მიერ შექმნილი სააგენტო.

მოსამართლემ სამსახურიდან გათავისუფლებული უწყების თანამშრომლების სამუშაოებზე დაბრუნება მოითხოვა. მოსამართლემ ასევე აუკრძალა ელონ მასკის ხელმძღვანელობით მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს USAID-თან დაკავშირებული რაიმე ქმედება სააგენტოში კანონიერი უფლებამოსილი თანამდებობის პირის პირდაპირი ნებართვის გარეშე.

ილონ მასკმა თავის X გვერდზე გააკრიტიკა ჩუანგის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ „დემოკრატიული პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ დანიშნულმა მოსამართლემ გადაწყვეტილება დემოკრატების მხარდაჭერით მიიღო“.

ტრამპის ადმინისტრაციამ, სამთავრობო ხარჯების შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯების ფონზე, შეამცირა USAID-ის პროგრამების 83 პროცენტი, ვაშინგტონის წამყვანი საერთაშორისო დახმარების სააგენტო.

USAID-ის წინააღმდეგ კამპანიას ხელმძღვანელობდა ელონ მასკი, ტრამპის სპიკერი სამთავრობო ხარჯების შემცირების პროცესში. ამერიკელი მილიარდერი ამტკიცებდა, რომ ადმინისტრაციას შეეძლო აშშ-ს დეფიციტის შემცირება 1 ტრილიონი დოლარით და წარმოადგინა თავისი ინიციატივა, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

USAID, რომელსაც კონგრესის გადაწყვეტილებით ათეულობით მილიარდი დოლარი ჰქონდა ხელთ, მასკმა მიიჩნია „კრიმინალური ორგანიზაცია“, რომლის „სიკვდილის საათიც დადგა“.