სახელმწიფო უზრუნველყოფს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების სოციალურ დაცვას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტს წარუდგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველს და აპარატის თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული სოციალური დაცვის გარანტიები, მათ შორის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური დაზიანებების ან სიკვდილის მიღების გარანტიები მიეცემათ.

ამასთან, სახალხო დამცველი და აპარატის პერსონალი დაექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.

ინიციატორების თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ დაზღვევას 130 ადამიანი დაექვემდებარება. ერთი ადამიანის დაზღვევის ღირებულება წელიწადში 1900-დან 2300 ლარამდე იქნება (თვეში დაახლოებით 160-190 ლარი).