
სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის დეპარტამენტს სპეციალური ნომინაცია – “ყველაზე მასობრივი მუნიციპალიტეტი” – სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატის ჩასატარებლად და “სამოყვარულო ლიგაში” აქტიური ჩართვისთვის წარუდგინა. ამის შესახებ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდი გვაცნობებს.
„სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციამ საპატიო ჯილდო მერიის სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ტურიზმის განვითარებისა და გენდერული თანასწორობის სამმართველოს უფროსს აკაკი მელიქიძეს პირადად გადასცა და მადლობა გადაუხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სპორტის ამ სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – ნათქვამია გამოცემაში.