
დღეს 17 მარტს, ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მე-4 სკოლასთან, გამწვანების მიზნით ტროტუარებზე ადგილებზე ასფალტის მსხვრევის სამუშაოები მიმდინარეობდა.
Jnews-მა დაუკავშირდა ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორს- მხითარ რსტაკიანს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მწვანე საფარის მოწყობის სამუშაოები, სკოლის მახლობლად ტროტუარებზე ნეკერჩხლის ხეები დაინერგება. დაგეგმილია მე-4 სკოლის მიმდებარედ ტროტუარზე11 ხის დანერგვა.
ახალქალაქში გამწვანების სამუშაოები მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
გევორგ ჯანოიან