
საქართველოს ნაკრები რაგბიში ევროპის ჩემპიონია.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრები დაამარცხა.
კერძოდ, „ბორჯღალოსანებმა“ ესპანეთის ნაკრები – 46:28 ანგარიშით დაამარცხეს.
საქართველომ ეს ტიტული ზედიზედ მერვედ მოიპოვა, საერთო ჯამში კი მე-17.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.