გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ახალქალაქში საბავშვო სათამაშო მოედნები ბავშვებით ივსება. Jnews-მა მოინახულა ქალაქის სათამაშო მოედნები, რათა გაერკვია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი.

„ხას ბახჩას“ ცენტრალურ პარკში საქანელები გატეხილია. ბავშვები თამარა მეფის ქუჩის მხარეს, პარკის შესასვლელიდან მარჯვნივ მდებარე საქანელებზე ქანაობენ. Jnews-მა შეამჩნია, რომ სტრუქტურის ერთ-ერთი სვეტი მიწიდან იყო ჩამოგლეჯილი და საქანელასთან ერთად ტრიალებდა.

დაზიანებულია პარკის სხვა ნაწილში მდებარე „გვირაბის“ ზედაპირებიც.

5

4

ჯივანის სახელობის სათამაშო მოედანი კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ აქაც ელექტრო ბოძები მიწაზეა დაყრილი, ნაწილი კი საერთოდ დაკარგულია.

2

1

„ჰავასუ“-ს პარკში ახლად აშენებულ სათამაშო მოედანზე ყველაფერი წესრიგში იყო.

56

Jnews დაუკავშირდა ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორს მხითარ რსტაკიანს და წარმოადგინა ზოგადი სურათი სათამაშო მოედნებთან დაკავშირებით. უკანასკნელმა კი დაარწმუნა, რომ ამ საკითხს ამინდის დათბობისთანავე აუცილებლად გაუმკლავდებიან.

„მერიაში გვყავს თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს და აცნობებს სერვის ცენტრს სათამაშო მოედნების პრობლემების შემთხვევაში და ვახორციელებთ სარემონტო სამუშაოებს“, – განაცხადა მხითარ რსტაკიანმა.

ახალქალაქში ამ ეტაპზე სულ 9 სათამაშო მოედანი ფუნქციონირებს.სოფლებში სათამაშო მოედნების უმეტესობა აშენდა სოფლის პროგრამების ფარგლებში, ხოლო ამჟამად ისინი მხოლოდ სოფლების დაახლოებით 25%-შია მოწყობილი.

გევორგ ჯანოიან