საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 მარტს ქვეყნის უმეტეს რეგიონებში ნალექია მოსალოდნელი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა თოვლი, მათ შორის ძლიერი. სინოპტიკოსების პროგნოზით, სანაპირო რეგიონებში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი, ხოლო ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანაპირო რეგიონებში შესაძლოა ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

„17 მარტის დღის ბოლოს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს – ქვეყნის უმეტეს რეგიონში ნალექია მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში კი შესაძლოა თოვლი, მათ შორის ძლიერი. სანაპირო რეგიონებში მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. საქართველოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეული თოვლის დნობა და თანმდევი ინტენსიური ნალექები შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეების წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მათი ადიდება, კალაპოტიდან გადმოსვლა ცალკეულ მონაკვეთებზე და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მცირე მდინარეებზე – წყალმოვარდნები. მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ჩამოყალიბება, ხოლო ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრული და ღვარცოფული პროცესების გააქტიურება (მაღალი საფრთხის დონე)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.