თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდა გვიან ღამით სასიკვდილოდ დაჭრეს.

მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო და მიმდინარეობს ყველა საჭირო მოქმედება.