2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8,577 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (დღევანდელი კურსით 24,164 მილიარდი ლარი). ეს 29,6 მილიონი დოლარით მეტია მიმდინარე წლის იანვარში.

კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობამ 8,547 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თებერვლის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალი 8,224 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, საიდანაც 6,237 მლრდ აშშ დოლარი იყო მრავალმხრივი კრედიტორების, ხოლო 1,487 მლრდ აშშ დოლარი ორმხრივი კრედიტორების ვალი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებებმა 352.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფოს უმსხვილესი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და საერთაშორისო განვითარების ბანკი (IBRD).

ძირითადი კრედიტორები 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2,261 მილიარდი აშშ დოლარ
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1,647 მილიარდი აშშ დოლარ
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1,080 მილიარდი აშშ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA) – 459,7 მილიონი აშშ დოლარი
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 176,388 მილიონი აშშ დოლარი

რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს, ე.ი. ქვეყნები, მაშინ 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს ყველაზე დიდი ვალი საფრანგეთის მიმართ არის:

  • საფრანგეთი – 766,3 მილიონ აშშ დოლარი
  • გერმანია – 565,7 მილიონ აშშ დოლარი
  • იაპონია – 123 მილიონ აშშ დოლარი
  • ავსტრია – 10,4 მილიონ აშშ დოლარი
  • ქუვეითი – 8,5 მილიონ აშშ დოლარი
  • აშშ – 5,9 მილიონ დოლარი

გარდა ამისა, საქართველოს რუსეთს 3,997 მილიონი დოლარის ვალი აქვს, ხოლო 1,139 მილიონ დოლარი – თურქეთს და ა.შ.