ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP) მსოფლიოში „ტერორიზმის ინდექსის“ უახლესი ანგარიში გამოაქვეყნა.

„გლობალური ტერორიზმის 2025“ ინდექსის თანახმად, საქართველოს რეიტინგი 6 პოზიციით გაუმჯობესდა და ნული დონიდან გადაინაცვლა 100-ე ადგილზე, რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად.

ამასთან ერთად, საქართველო 11 სხვა ქვეყნის მსგავსად, ევროპაში პირველ ადგილს იკავებს „ტერორიზმისგან თავისუფლების ინდექსში“.

ტერორიზმის ინდექსის ანგარიშში მოცემულია გლობალური ტერორიზმის ძირითადი ტენდენციებისა და შაბლონების ყოვლისმომცველი, მრავალწლიანი შეჯამება.