11-13 მარტს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი, თბილისში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება . ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 11-13 მარტს ძირითადად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 11-13 მარტს ძირითადად თბილი და მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +21 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 11-13 მარტს ძირითადად თბილი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსს მიაღწევს.