დღეს საქართველოში 123 ქალს აქვს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი ავიაციის სპეციალისტის სერტიფიკატი.
სააგენტოს ცნობით, მათ შორისაა რვა პილოტი ქალი, 10 ფრენის დამკვირვებელი ქალი, 102 ბორტგამცილებელი, ორი ავიამეთვალყურე ქალი (ფრენის მხარდაჭერის სპეციალისტი) და ერთი ქალი თვითმფრინავის ტექნიკოსი.
გენდერული თანაფარდობის თვალსაზრისით, ქალები ამჟამად ჭარბობენ მხოლოდ ბორტგამცილებელთა პოზიციებზე – მთლიანი პერსონალის 71%.
საჰაერო მოძრაობის კონტროლერებსა და დამკვირვებლებს შორის მათი წილი 8%-ია, ხოლო ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებს შორის – 23%.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქართულ ავიაციაში ქალების რაოდენობა 66%-ით გაიზარდა.
მატერიალური ამბები საქართველო