
საქართველოში სახელმწიფო პროგრამით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უფასო რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე დღესდღეობით არაერთი მოქალაქის მიწის მონაცემები გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა შეამოწმონ ეს მონაცემები და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ შესაბამისი ფორმით, რათა რეგისტრაცია მაქსიმალურად ზუსტი მონაცემებით მოხდეს. იმ კითხვის შემთხვევაში, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, Jnews-მა ამის ახსნას ამ სტატიაში შეეცადა.
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის პროცესი 2022 წლიდან მიმდინარეობს. საქართველოს საჯარო რეესტრი ამ დრომდე მოქალაქეთა მიწის ნაკვეთების საზღვრების გარკვევაზე მუშაობდა, მიმდინარე წელს უკვე მნიშვნელოვანი სარეგისტრაციო პროცესები მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ რეესტრის თანამშრომლები უკვე მეორე წელია ახალქალაქის მოსახლეობასთან მიწის ნაკვეთების საზღვრების გარკვევაზე ინტენსიურად მუშაობენ, რეგისტრაციამდე მაინც მნიშვნელოვანია ამ საზღვრების სიზუსტის გადამოწმება.
ნებისმიერ პირს შეუძლია გაიგოს რა ეტაპზეა მისი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ამ ბმულზე slr.napr.gov.ge გადასვლით. ამ ვებგვერდზე მუნიციპალიტეტის მითითებით, სოფლის ტერიტორიული ერთეულის არჩევით და სახელისა და გვარის მითითებით შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც მითითებული მოქალაქის სახელზეა რეგისტრირებული ან რეგისტრაციის პროცესშია.აღსანიშნავია, რომ სისტემას მონაცემების მოძიება მხოლოდ გვარის ან სახელის ან ტერიტორიული ერთეულის მიხედვითაც შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში სისტემა მითითებულ მონაკვეთზე ყველა მონაცემს, ან მითითებული სახელით ყველა მიწას გამოაჩენს და არა კონკრეტული პირის მონაცემებს. თუ მიჰყვებით ზემოთ მოცემულ ბმულს, ეს გვერდი გაიხსნება, მონაცემები უნდა შეიყვანოთ მარჯვენა ფანჯრის ველებში.
ზოგ შემთხვევაში ქვეყნდება მხოლოდ მიწის დოკუმენტები, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაციის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში გამოტანილია სარეგისტრაციო გადაწყვეტილებაც (დამტკიცებულია, უარყოფილია ან გამოქვეყნებულია გადაწყვეტილება, რომ თუ 30 დღის ვადაში წინააღმდეგობა არ იქნება, რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება).
თუ მოქალაქემ კონკრეტული მიწის ნაკვეთის დოკუმენტებში შეუსაბამობა შეამჩნია, მას ამის შესახებ განცხადების დაწერა შეუძლია, რომელიც შეიძლება წარადგინოს ყვითელ „+“-ზე (პლუს ნიშანი) დაწკაპუნებით, ან დაუკავშირდეს რეესტრის თანამშრომელს.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროგრამა 2022 წელს ამოქმედდა და 2024 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა.
გევორგ ჯანოიან