დღეს, 7 მარტს, გაზაფხულის არდადეგების დაწყებამდე, ახალქალაქის №4 საჯარო სკოლაში გაზაფხულის, დედობისა და სილამაზის დღესასწაული აღნიშნეს. სხვადასხვა კლასის მოსწავლეები – დაწყებითი კლასების ჩათვლით – მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ქართულ და სომხურ ენებზე დეკლამირებდნენ. მასწავლებლებისთვის დღესასწაული მოაწყვეს, დედებს და ყველა ქალს მიულოცეს.

IMG_1899

სხვადასხვა ასაკის, სიმაღლისა და სხვადასხვა კლასის ბიჭები და გოგონები გაზაფხულზე, დედებზე, მასწავლებლებზე და მრავალ სხვაზე ლექსებს კითხულობდნენ. ბავშვები ბევრი იშრომეს, რათა მასწავლებლები გაეხარებინათ.

IMG_1909

მოსწავლეებმა ორგანიზატორებთან ერთად ცნობილი „ქალები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო“ ხე შექმნეს.

IMG_1907

„ჩვენ დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით მოვემზადეთ დედობისა და სილამაზის დღესასწაულისთვის, ამ ღონისძიებას ვუძღვნით ჩვენს საყვარელ დედებს“, – ამბობს მე-8 კლასის მოსწავლე გაიანე ერანოსიანი.

ღონისძიება სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თაგუშ სარქისიანმა ქართული ენის მასწავლებლების – ელენა ლაზარაშვილის და ნანა ხუფერიას, ასევე სიმღერის და მუსიკის მასწავლებლების აიდა ბანდიკიანის და ნუნე აფოიანის დახმარებით მოაწყო.

„დღევანდელი ღონისძიება სილამაზისა და დედობის დღესასწაულს ეძღვნება, რომელიც 1910 წელს რევოლუციონერი კლარა ზეტკინის ინიციატივით დაარსდა, ხოლო 1991 წელს დედის დღე (3 მარტი) საქართველოში ქვეყნის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით იქნა მიღებული“, -ამბობს თაგუშ სარგსიანი.
ღონისძიებაში მონაწილეობს მთელი სკოლა, დაწყებითი სკოლის ჩათვლით.

IMG_1880

სკოლის დირექტორმა გაიანე კარახანიანმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მასწავლებლებს ასეთი დღესასწაულის მოწყობისთვის, ასევე მიულოცა ყველა ქალს, დედას და გოგონას.
„როგორც გაზაფხული ანიჭებს ახალ სიცოცხლეს ბუნებას, ქალიც ახალ სიცოცხლეს ანიჭებს ახალ თაობას. მინდა, რომ ქალი ყოველთვის ბედნიერი იყოს“, – ღონისძიების დასასრულს სამადლობელ სიტყვაში თქვა გაიანე კარახანიანმა.

IMG_1883

გევორგ ჯანოიან