ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ არაქალში სოფელში მცხოვრები, შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, გვაცნობებს Радио NOR-ი.

ნინოწმინდის მედია ასევე აცნობებს, რომ მამაკაცი ორი დღის წინ გაუჩინარდა, დღეს კი საკუთარ სახლში გაყინული იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. როგორც Jnews-ს
შსს-დან აცნობეს, მამაკაცი „ბუნებრივი სიკვდილით“ გარდაიცვალა, კრიმინალური არაფერი შეუმჩნევიათ. აღიძრება თუ არა საქმე და რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება შსს-ში ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ.