„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, სასკოლო განათლების საბაზო საფეხურის დასასრულებლად მოსწავლე უნდა დაამთავროს XI კლასი,შესაბამისად კომპიუტერი საჩუქრად გადაეცემა XI კლასში.

ადრე მოსწავლეს მე-9 კლასი უნდა დაემთავრებინა წარჩინებით და მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მე-10 კლასში კომპიუტერი საჩუქრად მიეღო, ახლა კი მე-10 კლასი უნდა დაამთავროს წარმატებით და კომპიუტერი საჩუქრად მიიღოს მე-11 კლასში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში Jnews-ს აცნობეს, რომ კანონი ძალაში წელს შევა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2009 წლიდან წარმატებით ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარები არიან მოსწავლეები, რომლებმაც წარჩინებით დაასრულეს საშუალო სკოლის საბაზო საფეხური (მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასები) და აქვთ საშუალო ქულა 10 (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაუმჯობესება.