
არამ სანოსიანი ადრე ფლობდა SJGC-ის წილის 80%-ს, რომელიც ახორციელებს ჯავახკში გაზიფიკაციას და გაზმომარაგებას, ის 2025 წლიდან აღარ ფლობს აქციებს. დღეს კომპანიის აქციების უმეტესი ნაწილი, 60%, ეკუთვნის ვილენ ღაზარიანს.
ტექსტის ყველა მონაცემი აღებულია საქართველოს საჯარო რეესტრის ვებგვერდიდან.
SJGC კომპანიის აქციებს წლების განმავლობაში სხვადასხვა მფლობელები ჰყავდა. თავდაპირველად სამი მფლობელი იყო. 2010 წელს, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, აქციების 60% ეკუთვნოდა არამ სანოსიანს, მის კომპანიას „სატახაი“ – 20%, ხოლო შპს „მეეკი“-ს – 20%. „მეეკი“-ს მფლობელები არიან მკოიანები (მანუელ მკოიანი, მარტუნ მკოიანი, დავით მკოიანი).
არამ სანოსიანმა თავისი აქციების (60%) გაყიდვა 2015 წლიდან დაიწყო. 2015 წელს მან 10% გაყიდა ანდრანიკ მკოიანზე, ხოლო 2018 წელს – დამატებით 10%. ასევე, 2018 წელს, საკუთარ აქციებიდან 20% გადასცა თავის კომპანიას „სატახა“.
2018 წლიდან 2022 წლამდე SJGC-ის აქციები შემდეგი სახით განაწილდა:
2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, არამ სანოსიანის „სატახას“ აქციების 40% ეკუთვნოდა კომპანია „წისქვილი ნინოწმინდას“, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ვილენ ღაზარიანს, ხოლო 2024 წლის ბოლოს არამ სანოსიანმა თავისი 20% მიჰყიდა ვილენ ღაზარიანს.
საქართველოს საჯარო რეესტრის 2025 წლის 8 იანვრის მონაცემებით, SJGC-ის აქციები შემდეგნაირად არის განაწილებული:
გევორგ ჯანოიან