საქართველოს კარატეს ჩემპიონატში, რომელიც გორში 1 და 2 მარტს გაიმართა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ჩემპიონატზე მუნიციპალიტეტიდან ხუთი სპორტსმენი გამოვიდა, რომელთაგან ორმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2025 წლის 1 და 2 მარტს გორში გაიმართა საქართველოს კარატეს ჩემპიონატი, რომელშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 400 სპორტსმენი მონაწილეობდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან სოფელ მაჭადიას, თირკნადან (ტრკნა )და ბალხოს 5 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათგან ორმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სოფელ მაჯადიიდან ვოლოდია ევაჯიანმა 18+ ასაკობრივ ჯგუფში, 67 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი დაიკავა.

12-13 ასაკობრივ ჯგუფში, 55 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი სოფელ ბალხოდან ვარდ შაჰბაზიანმა დაიკავა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სპორტსმენები ასეთ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ, ვოლოდია ევაჯიანი უკვე 15 წელია, რაც კარატეში ვარჯიშობს და ამ ხნის განმავლობაში საქართველოს, ევრაზიისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ვარდ შაჰბაზიანი 4 წელია კარატეში ვარჯიშობს. სპორტსმენებს ახალქალაქის სასპორტო სკოლის მწვრთნელი სარგის მარგარიანი წვრთნის.

„ბევრი მონაწილე იყო, კმაყოფილი ვარ ჩემი სტუდენტების შედეგებით, მე-3 ადგილი ცოტა არ არის“, – თქვა სარგის მარგარიანმა.