Numbeo-მ რძის ფასების ინდექსი მიმდინარე წლისთვის განაახლა. მონაცემებით, საქართველომ 127 ქვეყანას შორის 31-ე ადგილი დაიკავა. კვლევის მიხედვით, საქართველოში 1 ლიტრი რძე საშუალოდ 1,81 დოლარი ღირს, ჯავახეთში კი რძე 0,5 დოლარი ღირს, ფერმერებისგან გადასამუშავებელ რძეს 1,2 ლარად ყიდულობენ, ხოლო მომხმარებელი რძეს თითქმის 1 დოლარად ყიდულობს.

მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე ძვირი რძე საქართველოშია, ხოლო ყველაზე იაფი — თურქეთში, სადაც 1 ლიტრის საშუალო ფასი 92 ცენტია (110-ე ადგილი).

რაც შეეხება სხვა მეზობელ ქვეყნებს, იქ ფასები შემდეგია: სომხეთი (46-ე ადგილი) – $1,57; აზერბაიჯანი (71-ე ადგილი) – $1,3; რუსეთი (109-ე ადგილი) – 94 ცენტი.