დღეს 1 მარტს თბილისის ავლაბარის „წმინდა ეჯმიაწინის“ ეკლესიაში ჩატარდა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი, რომელიც სუმგაითის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნა. ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს რესპუბლიკაში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები და თემის წევრები.

მოგვიანებით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ ორგანიზება გაუწია ლექციას და ფილმის ჩვენებას.

სუმგაითის ხოცვა-ჟლეტიდან 37 წლისთავისა და ბაქოში მიმდინარე სასამართლო პროცესების კონტექსტში, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „საქართველოს სომეხთა სათვისტომო“ საქართველოში შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს წიგნები გადასცა:

  • ევროპის საბჭოს ოფისი – ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვოუტოვა.
  • ევროკავშირის რეგიონული ოფისი- სპეციალური წარმომადგენელი, ოფისის ხელმძღვანელი/პოლიტიკური მრჩეველი ტომ ტრიერი.
  • წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი – დელეგაციის ხელმძღვანელი ანნე მიშელე მონტავონი.
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – კოორდინატორის ოფისი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიერ ტრებუკი.
  • ეუთოს მთიანი ყარაბაღის მისია – საქართველო-ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის ოფისი, მოვალეობის შემსრულებელი უილიამ ბოიდი.
  • ნატოს საკავშირო ოფისი – მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი.
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი – წარმომადგენელი კემლინ ფურლეი

არასამთავრობო ორგანიზაციამ ასევე მიაწოდა წერილი და შემდეგი წიგნები:

Azerbaijan’s Genocidal Policy Against Armenians 1918-2023”
“The Sumgait Syndrome. Anatomy of Racism in Azerbaijan”
“Azerbaijan and Aran ( Caucasian Albania) “
“Brief History of Artsakh (Nagorno-Karabakh)”
“Sponsored To Kill. Mercenaries and Terrorist Networks in Azerbaijan”
“Nagorno Karabakh Legal Aspects”
“Clash of Histories in the South Caucasus. Redrawing the map of Azerbaijan, Armenia and Iran”

„საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, უახლოეს მომავალში ამავე წიგნების გადაცემას სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც გეგმავენ.