კულინარი-ბლოგერი, 33 წლის ალექს ბადოიანი ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეშტიადან არის. ალექს ბადოაინმა უმაღლესი განათლება თბილისშუ მიიღო, ეკონომიკის მიმართულებით. თუმცა, დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ეკონომიკა არ არის ის, რითაც უნდა დაკავდეს, 2020 წელს ის საკუთარი ძალების გამოყენებას კულინარიის სფეროში ცდილობს და უკვე 5 წელია რაც გემოს საიდუმლოებს აღმოაჩენს.

Aleqs Badoyan

ჩვენი გმირი უკვე 14 წელია თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, სოფელი 2010 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ დატოვა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, შემდეგ 2016 წელს «Caritas Georgia» საქველმოქმედო ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა, სადაც 8 წელი პროექტების კოორდინატორად მუშაობდა.

ყველაფერი 2020 წელს დაიწყო, როცა ანაიტ მხოიანი, «Caritas Georgia»-ს დირექტორმა ალექსის კულიინარიისადმი სიყვარული შეამჩნია.

«ანაიტმა კონდიტრობაზე სწავლა შემომთავაზა, რადგან «Caritas»-ი თბილისში პირველი ინკლუზიური კაფეს გახსნას გეგმავს. პროექტის მიზანი — ამ სექტორში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ინტეგრაცია. ხოლო «Caritas»-ის დახმარებით თბილისში წავედი, რათა ცნობილ კონდიტერთან დავით გორგოშიძესთან სპეციალიზირებული საკონდიტრო ნაწარმის მომზადების საბაზო კურსი გამევლო».

xohanoc

2022 წელს თბილისში გაიხსნა პირველი სოციალური და ინკლუზიური (Sweet Heart) კაფე, სადაც ალექსი მთავარ კონდიტერად დაინიშნა. ასევე, ის გადამზადებას უტარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაახლოებით 30 ბავშვს, რომლებიც შრომისუნარიანები არიან.

„ასე დაიწყო კულინარიულ სამყაროსთან ჩემი გაცნობა. აქამდე მოყვარული კულინარი ვიყავი“.

ბავშვობიდან, როცა ბებია თონეს ანთებდა, ალექსი ამბობდა, რომ მას უნდა გაეზილა ცომი, ხოლო ბებია ამის გამო ბრაზდებოდა მასზე.

„ვეუბნებოდი, ბებია მე მოვზილავ ცომს, ხოლო ის მიბრაზდებოდა და მეუბნებოდა, რომ ეს ქალის საქმეა“,- სიცილით იხსენებს ბებიას სიტყვებს.

ალექსი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც Instagram-ზე ფუდ-ბლოგერის გვერდი გახსნა. „მუშის“ დიალექტზე სომხური ტრადიციული ქადის მომზადებამ ბევრ ადამიანს საბავშვო მოგონებები და სომხური ფესვები გაახსენა. ამ ვიდეოს შემდეგ ჩვენი გმირი მიხვდა, რომ Instagram-ს სერიოზულად უნდა მოეკიდოს და მსგავსი კერძების მომზადება და წარდგენა უნდა განაგრძოს.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Chef ALEKSANDR (@chef_alexbadoyanc)

„დიდი ხანია Instagram-ის გვერდი მქონდა, მაგრამ არ ვიყავი აქტიური. ახლა, როცა ეს ვიდეოები გავრცელდა, ჯავახეთიდან ბევრი ბლოგერი მწერს, ჩემს ვიდეოებს აზიარებს და ერთად რაღაც საინტერესოს ორგანიზებას მთავაზობს“.

ალექსის გამომწერების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ის ცდილობს საკუთარ გვერდზე სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანები მოიზიდოს. ის არა მხოლოდ გემრიელ და ტრადიციულ კერძებს ამზადებს, არამედ ჯავახეთის ტურისტულ პოტენციალს წარადგენს. ფარავნის გაყინულ ტბაზე ექსტრემალურ სიტუაციაში თევზაობა და ადგილზე კერძის მომზადება ბევრ ადამიანს ხიბლავს. მისი თქმით, ინვესტორები თუ იქნებიან, თუკი შესაძლებლობა იქნება, ჯავახეთში ტურიზმის განვითარებას შეძლებენ, მათ შორის გასტროტურიზმის.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Chef ALEKSANDR (@chef_alexbadoyanc)

ალექსმა ასევე ტურიზმი, ტურისტული მენეჯმენტი და სასტუმრო ბიზნესი შეისწავლა. კულინარიისა და ტურიზმის გაერთიანებით, ჩვენი გმირი უნიკალური სახით ახერხებს საკუთარი თავის გამომწერებისთვის წარდგენას. ის ძველებურად ახერხებს ყველაფრის დამოუკიდებლად ორგანიზებას, მაგრამ თუკი ფინანსები მისცემს საშუალებას, ის აუცილებლად აიყვანს ოპერატორს და მონტაჟიორს, რადგან ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს.

ის ფიქრობს, რომ ჯავახეთში, ადგილზე, საინტერესო რაღაცები რომ ყოფილიყო, საინტერესო პროტოტიპით კაფე რომ გახსნილიყო, სამუშაო ადგილი რომ ყოფილიყო, ის დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

კულინარიაში ყველაზე მეტად ფერწერული მიდგომის გამოვლენის შესაძლებლობა იზიდავს. მას არ უყვარს სხვისი რეცეპტების კოპირება, პირიქით, მას ახლის დამატება ან გემოს შეცვლა მოსწონს.

xohano3

„მე საერთოდ არ მიყვარს ტკბილი დესერტები, ფუნთუშები. მე მომწონს,როცა სიმჟავე და სიტკბო დაბალანსებულია, ეს ძალიან კარგად გამომდის. სწორი დოზირების შესახებ როცა ვსაუბრობთ, არსებობს ოქროს წესი, რომელიც მუდამ უნდა დავიცვათ.

ალექს ბადოიანი დარწმუნებულია, რომ მისი საკუთარი წარმატების გასაღები ამ სფეროში საკუთარი საქმისა და პროფესიის ერთგულება წარმოადგენს.

„წარმატების მიღწევა მხოლოდ შრომით, დანებების გარეშე არის შესაძლებელი. თუკი რაღაცა მინდა, აუცილებლად მივაღწევ ამას, თუნდაც რთული და ძალიან პრობლემური აღმოჩნდეს, ამას უნდა მივაღწიო. აუცილებელია იმის სიყვარული, რასაც აკეთებ“.

ალექსი ოცნებობს ცნობილი შეფ-მზარეული გახდეს, ის მიშლენის ვარსკვლავისკენ მიისწრაფვის, მისთვის აუცილებელია პროფესიაში პირველობა.

„ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლებელი, მაგრამ უნდა ვეცადო. ახლა ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი — პარიზში ბულანჟერის (ფრანგული საცხობი-საკონდიტრო) შესწავლა, ეს არის ჩემი ერთ-ერთი ოცნება“.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Chef ALEKSANDR (@chef_alexbadoyanc)

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ბლოგში ალექსი ძირითადად, სომხურ და ქართულ ტრადიციულ კერძებს ამზადებს, მას საკუთარი თავის წარმოჩენა საკონდიტრო ნაწარმში სურს.

იმისათვის, რომ ჯავახეთის ტრადიციული სამზარეულოს უნიკალური შესაძლებლობების წარედგინა და შეენარჩუნებინა, ჩვენმა გმირმა საკუთარი გამოკვლევა ჩაატარა.

„რამდენიმე დღის წინ ჩვენი სოფლის ქალისგან წერილი მივიღე, რომელმაც მომწერა, რომ სომხური სამზარეულოს შესახებ წიგნი არსებობს, რომელშიც მუშის მრავალფეროვანი სამზარეულოს შესახებ არის მონაყოლი. ახლა დავიწყე გამოკვლევის ჩატარება. ვამზადებ იმას, რაც ბავშვობიდან მახსოვს, როგორც ჩვენი უფროსები ამზადებდნენ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად, ბურღულის ტოლმა — მუშის კერძია, პრინციპი იგივეა, უბრალოდ ყველა რაღაც სუნელებს ამატებს ან აკლებს, ან სხვა რამ“.

კულინარის, ალექს ბადოიანის მიზანი — სომხური სამზარეულოს გემოსა და არომატის — ქადის გავრცელებაა მთელ მსოფლიოში, რომელიც უფრო მეტი რაოდენობის ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.