
24 თებერვალს ფოთში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში შეჩერდა. ხოლო საბავშვო ბაღებში – ორი დღით შეჩერებულა 24 და 25 თებერვალის ჩათვლით. ამის შესახებ ფოთის მერია გვატყობინებს.
ფოთის მერიის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გზებსა და ტროტუარებზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე გამოიყენება მარილის დასაფენი ტექნიკა.
23 თებერვალს ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 6000 აბონენტი. სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება 17:00 საათიდან აღდგა.
„მოსალოდნელი უამინდობის გამო, ორშაბათს და სამშაბათს ფოთის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. გარდა ამისა, 24 თებერვალს ფოთის საჯარო სკოლებშიც შეჩერდა სასწავლო პროცესი. მუნიციპალური სამსახურები აგრძელებენ მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გევორგ ჯანოიან